“მათ სამწუხაროდ სისხლი სწყურიათ, რადგან უფრო დაიძაბოს ვითარება რუსთაველზე და მეტი აჟიოტაჟი გაჩნდეს ხალხში” – ლევან მაჭავარიანი

“მათ სამწუხაროდ სისხლი სწყურიათ, რადგან უფრო დაიძაბოს ვითარება რუსთაველზე და მეტი აჟიოტაჟი გაჩნდეს ხალხში”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„ჩვენ მათი, ისევე – როგორც ელჩების და დიპლომატიური კორპუსის მხრიდან სამწუხაროდ ვერ ვიხილეთ ვერანაირი შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ 50-ზე მეტი პოლიციელი არის დაშავებული და 20-ზე მეტს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერაფერი ვერ ვიხილეთ და ვერ ვიხილეთ იმის დაგმობა, რომ ეს არ არის მშვიდობიანი აქცია და ეს არის პირდაპირ რევოლუციის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.

ჩვენ კონკრეტულ ინფორმაციასაც ვფლობთ, უნდათ, რომ რაც შეიძლება მალე დაიღვაროს სისხლი, რომელიმე ახალგაზრდის სიცოცხლე ამ ყველაფერს შეეწიროს იმისთვის, რომ მეტი აჟიოტაჟი შემოიტანონ საზოგადოებაში.

ჩვენ შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი თვის წინ ვაფრთხილებდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ ეს არის პირდაპირ იმ გაიდლაინით მოქმედება, რა გაიდლაინიც მაკკეინის ინსტიტუტმა გადასცა რადიკალურ ოპოზიციას, თუ როგორ უნდა გადაიყვანონ მშვიდობიანი პროტესტი სამოქალაქო დაპირისპირებაში და მიჰყვებიან ამ გაიდლაინს, თუმცა იმედები გაუცრუვდებათ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები