“20 იანვრის შემდეგ იქნება ის ცვლილებები, რომლებსაც კეთილსინდისიერი მიდგომები იმსახურებს” – რატი იონათამიშვილი

“სულ რამდენიმე კვირა აქვს დარჩენილი ბაიდენის ადმინისტრაციას და ეს გადაწყვეტილებაც უფრო მეტად ჰგავდა იმას, რომ რაც შეიძლება მეტი პრობლემა დახვდეს, განსაკუთრებით საგარეო მიმართულებით, ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც 20 იანვრიდან უკვე შეუდგება საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების საკითხს გამოეხმაურა.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ ამის შემდეგ რადიკალურად შეიცვლება ის საკითხები, რომლებიც დღეს დღის წესრიგში ხელოვნურად დადგა და ასეთი ეფემერული ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სინამდვილეში ნამდვილად არ არის კარგი გზავნილი ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი ქვეყნებისათვის და მხოლოდ საქართველოზე არ არის საუბარი. შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, რომ 20 იანვრის შემდეგ იქნება ის ცვლილებები, რომლებსაც კეთილსინდისიერი მიდგომები იმსახურებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები