“როდესაც არჩევნები ჩატარდა, ეუთო/ოდირის ოფიციალური განცხადება მოვისმინეთ, სადაც თქვეს, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული” – ლევან მაჭავარიანი

“როდესაც არჩევნები ჩატარდა და ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ, ეუთო/ოდირის ოფიციალური განცხადება მოვისმინეთ, სადაც თქვეს, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული. მათ ხაზი გაუსვეს ცესკოს პროფესიონალიზმს და აღნიშნეს ის, რომ საქართველოს ჰყავს ახლადარჩეული ხელისუფლება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა.

მისი თქმით, ეს დასკვნა არ მოსწონთ პოლიტიკოსებს ევროპაში, რომლებიც აქამდე აცხადებდნენ, რომ დაეყრდნობოდნენ სწორედ ეუთო/ოდირის დასკვნას.

„ეუთო/ოდირი არის ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ეუთო/ოდირის გაშავების კამპანიას ვუყურებთ, რომელიც ჯერ კიდევ რადიკალურმა ოპოზიციამ თავიანთი უცხოელი ბოსების დავალებით დაიწყეს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე და შეგახსენებთ ბატონი გვარამიას და ბატონი გახარიას განცხადებებს. მაგრამ ეს გაშავების კამპანია სამწუხაროდ, ახლა უკვე ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლებისგან და რიგი ევროპარლამენტარების მხრიდან გრძელდება. ამის მიზეზი ძალიან მარტივია, ამ ხალს, შიდა და გარე აქტორებს აქვთ კონკრეტული ინსტრუქცია ე.წ. გლობალური ომის პარტიისგან, დიფ სთეითისგან, ვისზეც უკვე ძალიან აქტიურად საუბრობს ბატონი დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტი, რომ საქართველოში რამენაირად მოხდეს რევოლუცია და ხელისუფლებაში რადიკალური ძალები, აგენტებით დაკომპლექტებული ოპოზიცია დააბრუნონ. შეგახსენებთ ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშს, სადაც ეუთო/ოდირმა მხოლოდ ერთადერთი პრობლემის იდენტიფიცირება მოახდინა და ეს იყო პოლარიზაცია, რომელიც სამწუხაროდ სახეზე გვაქვს და ამას, რა თქმა უნდა, აღვივებს და ხელს უწყობს რადიკალური ოპოზიცია თავიანთი რადიკალური ენჯეოების და თავიანთი პრეზიდენტის მეშვეობით. მეტი პრობლემის იდენტიფიცირება შუალედურ ანგარიშში არ მომხდარა. როდესაც არჩევნები ჩატარდა და ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით, დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, ეუთო/ოდირის ოფიციალური განცხადება მოვისმინეთ, სადაც მათ თქვეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, რომ ამ არჩევნების პერიოდში აბსოლუტურად ყველა სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი გარემო იმისათვის, რომ ეწარმოებინათ წინასაარჩევნო კამპანია”, – განმარტა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები