“გარკვეული პირები ყველაფერს აკეთებენ, რომ ჟურნალისტებს ხელი შეუშალონ, მათზე იძალადონ და ბულინგის ქვეშ ამყოფონ” – არჩილ გორდულაძე
“გარკვეული პირები ყველაფერს აკეთებენ, რომ ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალონ, მათზე იძალადონ და ბულინგის ქვეშ ამყოფონ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, ჟურნალისტების მიმართ ყველანაირი ძალადობა დასაგმობია.
„პირველ რიგში, ბოდიშით და მადლობით უნდა დავიწყოთ იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ. გარკვეული პირები ყველაფერს აკეთებენ, რომ ჟურნალისტებს ხელი შეუშალონ, მათზე იძალადონ და ისინი ბულინგის ქვეშ ამყოფონ. ეს ადამიანები საკუთარი ღირსებიდან გამომდინარე უდიდეს შეურაცხყოფას და ბულინგს იტანენ. მათ შორის ზოგიერთი მათგანი ხელის შეხებასაც კი. ჟურნალისტების მიმართ ყველანაირი ძალადობა დასაგმობია, თუმცა არაფერი გამიგია იმ სამი ტელევიზიის მხრიდან, რომლებიც ობიექტური ჟურნალისტების წინააღმდეგ ბულინგს დაგმობდნენ. ეს ადამიანები საკუთარ თავს პროევროპელებს უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში სხვებს აბულინგებენ“, – აღნიშნა დეპუტატმა.