“რა უნდათ საპროტესტო აქციაზე რუსებს? ჩემი ყურით გავიგონე რუსული ხმა, როგორ მოძღვრავდა პეტარდების მსროლელებს, ტაქტიკის ზედმიწევნით კარგი ცოდნით” – თამარ ბოლქვაძე

“რა უნდათ საპროტესტო აქციაზე რუსებს? თავშივე ვაცხადებ, რომ ვგმობ ყველანაირ ძალადობას, მომიტინგე ახალგაზრდებსა და ჟურნალისტებზე”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, თამარ ბოლქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

ბოლქვაძე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობას ეხმაურება.

“ახლა კითხვა მაქვს ერთი, როგორ აღმოჩნდნენ მომიტინგეების მხარდამხარ რუსი მობომჟო ” ვიდზე” მყოფი რუსები, აშკარად ფსბეშნიკების სუნი რომ ასდით?

არ მითხრათ ახლა, რომ საქართველოს ევროპული მომავლის გულშემატკივრები არიან!

მაგ კანტორამ თავისი ბოროტი საქმე ბრწყინვალედ შეასრულა უკრაინულ მაიდანზე, როგორც თვითონ უკრაინელებმა გამოიძიეს, პირველი გასროლები და მსხვერპლიც სწორედ “კანტორშიკების” დამსახურება იყო!

კარგი, ვთქვათ, იმ გულანთებულმა გოგობიჭებმა ეს არ იციან, იმ ტურა ტაბაკებმა ხომ იციან, ოპოზიციის ე.წ. ლიდერები რომ ჰქვიათ?

პეტარდებით სროლის “ჰოლივუდური” კადრიც რუსული სპეცსამსახურის ხელწერას ჰგავს!

არავინ ფიქრობთ, არა, როგორი მშვენიერი გაჩალიჩება იციან რუსებმა, იქ სისხლი რომ დაიღვაროს, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას დაჰბრალდება და წადი მერე და არკვიე მტყუან- მართალი.

კადრში ჩემი თვალით ვნახე და ჩემი ყურით გავიგონე რუსული ხმა, როგორ მოძღვრავდა პეტარდების მსროლელებს, ტაქტიკის ზედმიწევნით კარგი ცოდნით.

და ამის მერე საზმაუსთან ბანფერლოგებივით მოცვენილი “სასტავი” იქ მომუშავე ჟურნალისტებს გვიწოდებთ “რუსეთის პროპაგანდისტებს”?

რა უნდათ თქვენ გვერდით რუსებს???

ხომ გამოქვეყნდა უკვე 10- ზე მეტი რუსის სია, ნაავღანარ, ნაჩეჩნარ, ნამაიდნარის?

ხოდა, მტერმა არ ქნას სამოქალაქო შეტაკება, რასაც უკვე გვიჩალიჩებს რუსული კანტორა, მერე შემოგიგრიალდება აგერ, ყურისძირში მდგარი ტანკებით მშვიდობისმყოფელის მანტიით და 25 თებერვალიც ზედა გვაქვს!

ამ ყველაფრის თქმის უფლებას სამოქალაქო ომში დახვრეტილი ჩემი ძმის დღემდე მოუნელებელი ტკივილი მაძლევს და ზედაც მისი მკვლელის მიშას მიერ შეწყალება!

არ დამიწყოთ ახლა დამოძღვრა აღშფოთებების გარნირით, ვისაც ჩემი გამოხატული აზრი არ მოგწონთ, (აზრის გამოხატვის თავისუფლების ამბავში) დამტოვეთ, ჩემს “არატრენდულ” აზრებთან!!!

პ.ს. ზოგჯერ უჭკუოებიც კი სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე, სულ რაღაც 30 წლის წინ ჩადენილზე”, – წერს თამარ ბოლქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები