უკრაინაში საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში დრონების გაშვების გამო ჩაირთო.
რუსულმა ძალებმა ღამით ტერნოპოლში უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, ხანძარი გაუჩნდა შენობის 3 სართულს. ადგილზე სამაშველო და სხვა სპეცსამსახურები მუშაობენ.
დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. რუსული ჯარები კურსკის ოლქში, ასევე კურახოვესა და ნოვი კომარის მიმართულებით დაწინაურდნენ.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 158 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გასული კვირის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას 500-ზე მეტი მართვადი ბომბის, თითქმის 660 თვითმფრინავის და სხვადასხვა ტიპის დაახლოებით 120 რაკეტის გამოყენებით შეუტიეს.