ჯეიკ სალივანი: აშშ უკრაინას ბირთვულ იარაღს არ დაუბრუნებს
აშშ უკრაინას ბირთვულ იარაღს არ დაუბრუნებს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
სალივანმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ზოგიერთი დასავლელი ოფიციალური პირი ვარაუდობდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, შესაძლოა, თანამდებობის დატოვებამდე უკრაინას ბირთვული იარაღი გადასცეს.
„ეს არ არის განხილული. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის უკრაინაში სხვადასხვა ჩვეულებრივი შესაძლებლობების გაზრდა, რათა მათ შეძლონ, ეფექტურად დაიცვან თავი და აწარმოონ ბრძოლა რუსებთან, და არა – ბირთვული შესაძლებლობების. ჩვენ ვაპირებთ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ მომავალ გუნდთან, რადგან ამ გამოწვევებიდან ბევრი ძირეულად არ შეიცვლება. ჯერჯერობით, უნდა ვთქვა, რომ კოორდინაცია და ერთობლივი მუშაობა იყო კეთილსინდისიერად, იყო პროფესიონალურად“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.
ცნობისთვის, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე უკრაინამ ხელი მოაწერა ბუდაპეშტის მემორანდუმს, სადაც უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, თავისი ბირთვული იარაღის დათმობას, რუსეთის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან დათანხმდა.