მაჭარაშვილი – აქტივისტის კომენტარზე: მსხვერპლთან დაკავშირებული ეს განაცხადი შემთხვევითი არ არის, არ ახსენებს საზოგადოებას – „ორი გვამი მინდა“-ს?

“მსხვერპლთან დაკავშირებული ეს განაცხადი შემთხვევითი არ არის. არ ახსენებს საზოგადოებას – „ორი გვამი მინდა“-ს? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც აქციის ერთ-ერთი მონაწილის კომენტარს გამოეხმაურა: „შეიძლება, ამ ყველაფერს მსხვერპლიც მოჰყვეს“.

„მსხვერპლთან დაკავშირებული ეს განაცხადი შემთხვევითი არ არის. არ ახსენებს საზოგადოებას „ორი გვამი მინდა“-ს? ამის გაგრძელებაა, პირდაპირი გაგებით, ჩვენც ამას ვამბობდით ზუსტად. რა თქმა უნდა, უწყებები არიან თავის სიმაღლეზე და არავინ არავის არ მისცემს იმის უფლებას, რომ მაიდანიზაცია ან მკვეთრი რადიკალური პროცესები იყოს. მაგრამ არის თვითონ ეს განაცხადი, რომ მსხვერპლიც საჭიროა, სისხლი უნდათ, სისხლი სწყურიათ. გაიხსენეთ მათი სიტყვები – „სისხლს დავღვრით“, „სულს ამოგხდით“, „ორი გვამი მინდა“ – ეს მათი სიტყვებია, ხომ?“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები