“ამ ეგზალტირებულ ბრბოზე გვიმტკიცებენ, რომ არის მაღალი პატრიოტიზმის, ინტელექტის, სამოქალაქო თვითშეგნების ადამიანების ცივილიზებული პროტესტიო” – დავით ჩიხელიძე
“ჯვარს და დროშას რაღას ერჩიან? ამ ეგზალტირებულ ბრბოზე გვიმტკიცებენ, რომ არის მაღალი პატრიოტიზმის, ინტელექტის, სამოქალაქო თვითშეგნების ადამიანების ცივილიზებული პროტესტიო”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
ის პარლამენტის შენობის დაზიანების კადრებს აქვეყნებს.
“ამას თავს გვახვევენ ისინი, ვინც კულისებიდან აქეზებს და მართავს ასეთ პროცესებს, ცინიკურად ხელებს იფშვნეტს და იმედოვნებს სარგებელი მიიღოს მას შემდეგ, რაც ასე შეალეწავს ქართველებს ერთმანეთს ვითომ მაღალი იდეების გამო.
ეგ ჯგუფია ნამდვილი მტრები, ქვეყნის, ხალხის და დემოკრატიის”, – წერს ჩიხელიძე.