ბადრი ჯაფარიძე: ვითხოვ, მანდატი შემიწყვიტონ
“არც ირიბად და არც პირდაპირ არ ვაპირებთ თვითმარქვია პარლამენტს ლეგიტიმაცია მივანიჭოთ. ვითხოვ, მანდატი შემიწყვიტონ”,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში თვითმარქვია პარლამენტია.
„გამოვაქვეყნებთ, თუ რა ფორმით დავწერეთ განცხადება. არც ირიბად და არც პირდაპირ არ ვაპირებთ თვითმარქვია პარლამენტს ლეგიტიმაცია მივანიჭოთ. ვითხოვ, მანდატი შემიწყვიტონ. ეს თვითმარქვია პარლამენტია და არ ვაპირებთ მის ლეგიტიმურობას, არ მინდა სიაში ვიყო. ყველა ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას. 2020 წელს, ჩვენ შარლ მიშელის შუამავლობით შევიმუშავეთ შეთანხმება, რომელიც დაარღვია „ქართულმა ოცნებამ“. 2020 წელს, შევთანხმდით, რომ 2021 წელს არჩევნების ჩატარებასთან ერთად განისაზღვრებოდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების მექანიზმი. ამ შეთანხმების საფუძველზე შევედით. მანდატი შემიწყვიტა “ქართულმა ოცნებამ” და გამოვიდა შეთანხმებიდან. არც ხელი არ აჰკანკალებია. უსამართლოდ და უსინდისოდ გააუქმეს მანდატი“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, „ძლიერმა საქართველომ“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა.