„ალტ-ინფო“ მაუწყებლობას წყვეტს

ულტრამემარჯვენე და პრორუსული განწყობებით ცნობილი ტელევიზია „ალტ-ინფო“ მაუწყებლობას წყვეტს. ამის შესახებ არხის თანადამფუძნებელმა, შოთა მარტინენკომ განაცხადა.

მარტინენკო აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ფინანსურ პრობლემებს ასახელებს.

„უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენთვის ეს მარცხი ძალიან სერიოზული დარტყმაა. ჩვენ არ ველოდით ამ შედეგს და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო, მაგრამ მაინც ეს შედეგი დადგა. ახლა ის უნდა ითქვას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ. რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წამოვდგეთ ხელახლა ფეხზე, მაგრამ ეს დარტყმა, რაც ახლა მივიღეთ, არის სერიოზული დარტყმა, რომელმაც წაგვაქცია“, – აღნიშნა არხის თანადამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, რომ „ალტ-ინფოს“ პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად მონაწილეობდა. მათ საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები