რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

დღევანდელი შეკრების ორგანიზატორები საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიების ლიდერები არიან.

როგორც პრეზიდენტი და ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, ისინი 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებენ.

მათი თქმით, საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ქვეყნის წინააღმდეგ რუსული სპეცოპერაცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები