პენტაგონი: ჩრდილოეთ კორეამ 10 000 სამხედრო მოსამსახურე უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად რუსეთში გაგზავნა

აშშ-ის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, დაახლოებით 10 000 ჯარისკაცი გაგზავნა. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, საბრინა სინგმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთი ჩრდიოკორეელი ჯარისკაცი, რომელთა განლაგება რუსეთში გასულ კვირას დადასტურდა, უკვე მიუახლოვდა უკრაინის საზღვრებს.

„ჩვენ სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ, რომ რუსეთი აპირებს გამოიყენოს ეს ჯარისკაცები საბრძოლველად ან უკრაინული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციების მხარდასაჭერად რუსეთის კურსკის რეგიონში“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა აღნიშნა, დეპარტამენტის უფროსმა ლოიდ ოსტინმა უკვე საჯაროდ გააფრთხილა ქვეყანა, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები, თუ ისინი მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის წინააღმდეგ ომში, ჩაითვლებიან მეომარ და ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები