ევროკომისიის პრეზიდენტი: ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარი ბედის ბატონები უნდა იყვნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.

როგორც ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარი ბედის ბატონები უნდა იყვნენ.

„ქართველი ხალხი დემოკრატიისთვის იბრძვის. მათ აქვთ უფლება იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას. მათ უფლება აქვთ დაინახონ, რომ დარღვევების გამოძიება ხდება სწრაფად, გამჭვირვალედ, დამოუკიდებლად. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ევროპული ღირებულებების საფუძველია. ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარი ბედის ბატონები უნდა იყვნენ“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები