მიხაილ როთი – აქციის მონაწილეებს: იყავით მშვიდად, ნუ შეგეშინდებათ, არ დანებდეთ

“იყავით მშვიდად, ნუ შეგეშინდებათ, არ დანებდეთ”, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება.

“ევროკავშირმა და მსოფლიომ უნდა გაიგოს თქვენი ხმა და დაინახოს თქვენი სახეები ქუჩებში. ძვირფასო ქართველო მეგობრებო, მესმის თქვენი იმედგაცრუების, მაგრამ ახლა სასოწარკვეთის და უკან დახევის დრო არ არის. ევროკავშირმა და მსოფლიომ უნდა გაიგოს თქვენი ხმა და დაინახოს თქვენი სახეები ქუჩებში. ახლა თავისუფლებას და დემოკრატიას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. იყავით მშვიდად, ნუ შეგეშინდებათ, არ დანებდეთ”, – წერს მიხაილ როთი.

ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციონერი ლიდერების მიერ ორგანიზებულუ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები