რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ 19:00 საათიდან შეიკრიბნენ.

საკანონმდებლო ორგანოსთან მისულ მოქალაქეებს პრეზიდენტმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სიტყვით მიმართეს და მათი მოთხოვნები გააჟღერეს.

ისინი ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომლის გამართვაზეც პასუხისმგებელი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია იქნება.

გარდა ამისა, ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები