ლევან დავითაშვილი ვიქტორ ორბანის ვიზიტზე: ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს, რადგან ეს არის აღიარება იმ მნიშვნელოვანი გამარჯვების, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტი არის საქართველოს მკაფიო მხარდაჭერა, – განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რომელმაც საპატიო სტუმარს აეროპორტში დახვდა.

მისივე თქმით, უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ევროპასთან ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობას და ჩვენს ასპირაციას, იმ სტრატეგიულ ხაზს, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას გააჩნდა და გააჩნია.

„რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს, რადგან ეს არის აღიარება იმ მნიშვნელოვანი გამარჯვების, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის. ეს არის პატივისცემა ქართული მოსახლეობის სწორი არჩევანის და ვფიქრობ, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც უნგრეთთან გვქონდა“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები