“პირველად, არჩევნები ჩატარდა პროპორციული სისტემით, ხუთპარტიული პარლამენტის შესაძლებლობა გვაქვს და ამის არგამოყენება როგორ შეიძლება” – კონსტანტინე გამსახურდია

“პირველად საქართველოს ისტორიაში, არჩევნები ჩატარდა პროპორციული სისტემით, ხუთპარტიული პარლამენტის შესაძლებლობა გვაქვს და ამის არგამოყენება როგორ შეიძლება?!”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“   ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ.

„ასეულობით დამკვირვებლის აზრი უკვე არის ცნობილი და შუალედური დასკვნაც არსებობს, კიდევ მოვა სხვა დასკვნებიც. სახეზეა გამარჯვებული. ასევე ძალიან შთამბეჭდავია, ოპოზიციის შედეგი. ასეთი შედეგი ოპოზიციას ათეულობით წელია არ დაუდია. მე იმას ვიტყოდი, რომ აქ არის ძალიან დიდი შანს, გვქონდეს ისეთი რამ, რაც ისტორიაში არ გვქონია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პროპორციული არჩევნები ჩატარდა, ანუ პარტიულ სიებს მისცა ადამიანებმა ხმა.

პირველად საქართველოს ისტორიაში, არჩევნები ჩატარდა პროპორციული სისტემით და ხუთპარტიული პარლამენტის შესაძლებლობა გვაქვს და ამის არ გამოყენება როგორ შეიძლება?! ეს არის შეცდომა. ჩემი აზრით, არ შეიძლება ასეთი რამის დაშვება, რადგან ამით ჩვენ ვკარგავთ შესაძლებლობას, გვქონდეს, დაახლოებით ისეთივე ქვეყანა, როგორც იყო გერმანიაში, ვაიმარის რესპუბლიკა“, – აღნიშნა გამსახურდიამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები