ოპოზიციური პარტიები საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ

ოპოზიციური პარტიები საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელახალი არჩევნების გამართვაზე პასუხისმგებელი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა იყოს.

„მე მინდა კონკრეტულად ვთქვა ჩვენი გადაწყვეტილებების შესახებ ჩვენი გუნდის სახელით. როგორც თქვენ, ასევე ჩვენ ამ არჩევნებს ვცნობთ არალეგიტიმურად, ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური!

არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას და არა თუ შესვლას, ყველა მანდატზე ვამბობთ უარს და ჩავხსნით სიებს!

ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე და პირობას გაძლევთ, გაიმარჯვებთ აუცილებლად ერთად!

ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა- ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ და არა ამ გაყალბებულმა სარჩევო ადმინისტრაციამ. ეს არის ის მოთხოვნები, რომელიც უნდა შესრულდეს.

ამასთან, არ ვაპირებთ არანაირ მოლაპარაკებებში შესვლას. არ ვაპირებთ არანაირი დიალოგების წარმოებას, ერთადერთი მოლაპარაკება და შეთანხმება უნდა იყოს ახლიდან ჩატარებულ არჩევნებზე, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო ადმინისტრაცია და არა „ქართული ოცნების“ და სუს-ის მიერ მართული საარჩევნო კომისიები“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები