„ისფედი“ საპარლამენტო არჩევნების შედეგების არგამოქვეყნებით აღიარებს, რომ ცესკოს შედეგები ობიექტური და სამართლიანია” – იონათამიშვილი

“არჩევნების შედეგების გამოქვეყნება არ აწყობთ და პარალელური დათვლის შედეგებს მალავენ, რადგან ერთსა და იმავეს ორჯერ ვერ გააყალბებდნენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა, რითაც გამოეხმაურა საკითხს, რომ “ისფედს“ პარალელური დათვლის შედეგები ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია.

“ფაქტობრივად, „ისფედი“ შედეგების არგამოქვეყნებით აღიარებს, რომ ცესკო-ს შედეგები ობიექტური და სამართლიანია. მათი მიზანი და დავალებაა, რომ რაიმენაირად სიმართლე დამალონ და ტყუილის მხარეს დადგნენ. ტყუილის მხარეს მდგომი ენჯეო თუ პოლიტიკური პარტიები მძიმედ დაამთავრებენ“, – აღნიშნავს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები