“დარწმუნებული ვიყავი ჩვენს წარმატებაში და ასეც მოხდა” – ზუკა რურუა

“დარწმუნებული ვიყავი ჩვენს წარმატებაში და ასეც მოხდა”, – ამის შესახებ, გადაცემაში „იმედი LIVE“ საუბრისას, „ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატმა – ზუკა რურუამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არჩევნები ძალიან გამჭვირვალედ ჩატარდა.

„დარწმუნებული ვიყავი ჩვენს წარმატებაში და ასეც მოხდა. იმასაც აღვნიშნავ, რომ, ყოველთვის ვიყავი არჩევნების პროცესის მონაწილე, ოღონდ გარედან და არა პოლიტიკური თანამდებობით. მართლაც უპრეცედენტო იყო და ძალიან გამჭვირვალედ, ძალიან სუფთად და ძალიან კარგად ჩატარდა ეს არჩევნები.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რა თქმა უნდა, ამას ველოდით ყველა და ეს ორჯერ ორი ოთხია, რომ ისინი აპირებდნენ რადიკალურ ნაბიჯებს, პარლამენტში არ შესვლას, ბოიკოტის გამოცხადებას და ვითომ საზოგადოებას უქმნიან იმ განწყობას, რომ თითქოს მათი არ შესვლით რაღაც აირევა და პარლამენტი ვერ შედგება. ეს ასე არ არის“, – აღნიშნა ზუკა რურუამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები