“საქართველოს პრემიერ-მინისტრი უარყოფს ცნობებს ხმების გაყალბების შესახებ, რის პარალელურადაც პრეზიდენტი მასობრივ პროტესტებს აანონსებს” – BBC სტატას აქვეყნებს

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი უარყოფს ცნობებს ხმების გაყალბების შესახებ, რის პარალელურადაც პრეზიდენტი მასობრივ პროტესტებს აანონსებს”, – ამ სათაურით  სტატიას BBC აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, კობახიძემ განმარტა, რომ დარღვევები ყველგან ხდება.

ინტერვიუში კობახიძემ ოპოზიცია სიცრუეში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათ მსგავსი ბრალდებები 2016, 2020 და 2021 წლების არჩევნების დროსაც გააჟღერეს.

„რა თქმა უნდა, მათ ახლა სხვა გზა არ აქვთ, ამიტომ უნდა უთხრან თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ან ცრუობდნენ, ან მთავრობამ არჩევნები გააყალბა“, – განაცხადა პრემიერმა.

BBC-სთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები