“საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მექანიზმი არ არსებობს” – ვოლსკი

“საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მექანიზმი არ არსებობს”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ჩართვისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა.

დეპუტატი უარყოფს, რომ არჩევნები რაიმე ფორმით გაყალბდა.

„წარმოიდგინეთ, თითქოს 100 ათასმა ამომრჩეველმა 3-ჯერ თუ 4-ჯერ მისცა ხმა სხვადასხვა უბნებში. რაც მთავარია ამას ემატება ათასობით ადამიანი, რომლებმაც ეს ვერ დაინახა, ვერ გაიგო, მარკირების შემმოწმებელი ადამიანიც, ყველა იყო „ქართული ოცნების“ – დაინახეს აქვს მარკირება, მაგრამ თვალი ამაზე დახუჭეს. ეს ერთი რეალობა და ასევე, მეორე, თურმე, რამდენიმე უბანზე მოაწყვეს პროვოკაცია. 3100-ზე მეტ უბანზე აბსოლუტურად მშვიდობიან გარემოში ჩაიარა ამ არჩევნებმა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები