“ჩვენ ველოდებით ცოტათი გაუმჯობესებას ამ შედეგების, დაახლოებით ეს შეიძლება, იყოს 90-91 მანდატი, თუ მეტი არა” – მდინარაძე

“ჩვენ ველოდებით ცოტათი გაუმჯობესებას ამ შედეგების. დაახლოებით ეს შეიძლება, იყოს 90-91 მანდატი, თუ მეტი არა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

“გულწრფელად ვამბობ, მე პირადად მოლოდინი მქონდა, რომ 100 მანდატზე გვექნებოდა ჩვენ მცდელობა. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ერთი პარტიით ნაკლების გადალახვას, მაგალითად ის 8% პირობითად, ან გადაუნაწილებელი რომ დარჩენილიყო, ჩვენ თავისუფლად ვახერხებდით ამას, მაგრამ როგორც ჩანს, აგენტურულმა პარტიებმა და მათმა პატრონებმა ეს კარგად გათვალეს, რომ თუ მოახერხებდა გახარიას პარტია პარაზიტობას „ქართული ოცნების“ ხმებზე, მაშინ 100-მანდატიანი უპირატესობის შანსი ქრებოდა. ეს სამწუხაროდ მოახერხეს, მაგრამ საბედნიეროდ საქართველოს ვერ მართავენ აგენტურული პარტიები და „ქართულმა ოცნებამ“ და ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, რისთვისაც უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ“, – განმარტა  მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები