“პოლიტიკური პარტიები და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ” – მდინარაძე

“პოლიტიკური პარტიები და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი მიდიან საქართველოში, საკუთარ სამშობლოში კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. ასევე მინდა გამოვეხმაურო იმ განცხადებას, რომლითაც პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ მათ ჰქონდათ კომპლექსური სქემა. მე მინდა ვაღიარო, რომ დიახ, ჩვენ გვაქვს კომპლექსური სქემა და მას ჰქვია საკუთარი სამშობლოს სიყვარული, საკუთარი სამშობლოსა და ხალხის მსახურება და დემოკრატია. ამ სქემის მიხედვით იგებს ეროვნული ხელისუფლება საკუთარი სამშობლოს მოყვარულ ხალხთან ერთად თავის ქვეყანაში არჩევნებს“, – აღნიშნა  მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები