“ჩვენი აბსოლუტურად უალტერნატივო გადაწყვეტილება, რომელიც არ გადაიხედება, არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ვერ დარჩება” – ნიკა გვარამია

“ნამდვილად არ გვიფიქრია ჩვენს კოალიციას იმაზე, რომ ამ არჩევნების შედეგებს ჩვენ არ ვაღიარებთ. არჩევნები არის მოპარული”, –  ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიას თქმით, არჩევნები არის მოპარული.

“ჩვენი აბსოლუტურად უალტერნატივო გადაწყვეტილება, რომელიც არ გადაიხედება, არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ვერ დარჩება. ეს არის მოპარული არჩევნები. ეს არის ხელისუფლების უზურპაცია და კონსტიტუციური გადატრიალება საქართველოში. ეს არ მოხდება”, – განაცხადა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები