“კიდევ ერთხელ გილოცავთ, ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას” – კალაძე

“რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს, საქართველოს ეროვნული ინტერესები”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოს თავისი ინტერესების გასატარებლად გამოიყენოს.

“მადლობა ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს, ჩვენი პარტიის წევრებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიიღო უამრავი შეურაცხყოფა, აბულინგებდნენ, მაგრამ არ გატყდა და თავისი პრინციპულობით იდგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს სამშობლოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას.” – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები