დამკვირვებელი ხორხე გონსალეს გალარცა: ვულოცავ იმ პროფესიონალებს, რომლებმაც საარჩევნო პროცესი წარმატებით ჩაატარეს, პროცესი იყო შთამბეჭდავი და ძალიან მშვიდობიანი

ვულოცავ იმ პროფესიონალებს, რომლებმაც საარჩევნო პროცესი წარმატებით ჩაატარეს, პროცესი იყო შთამბეჭდავი და ძალიან მშვიდობიანი,-ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ხორხე გონსალეს გალარცამ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ შთამბეჭდავი იყო არჩევნებზე მისული ქართველების დანახვა, რომლებიც ხმას აძლევდნენ და სარგებლობდნენ დემოკრატიული უფლებით, რაც კანონით და კონსტიტუციით აქვთ.

„ჩემმა კოლეგებმა როგორც უკვე განაცხადეს, საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ვიყავით. მოვინახულეთ რამდენიმე საარჩევნო უბანი ქვეყნის მასშტაბით. ძირითადად დედაქალაქში, მაგრამ ასევე ქალაქგარეთაც. იყო არა მხოლოდ ძალიან მშვიდობიანი პროცესი, არამედ ყველაფერი იყო მოწესრიგებული, იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ვულოცავ იმ პროფესიონალებს, რომლებმაც საარჩევნო პროცესი წარმატებით ჩაატარეს, პროცესი იყო შთამბეჭდავი და ძალიან მშვიდობიანი. შთამბეჭდავი იყო არჩევნებზე მისული ქართველების დანახვა, რომლებიც ხმას აძლევდნენ და სარგებლობდნენ მათი დემოკრატიული უფლებით, რაც კანონით და კონსტიტუციით აქვთ“, – განაცხადა ხორხე გონსალეს გალარცამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები