გიორგი კახიანი: ჩვენ უკვე ვხედავთ ოპოზიცია რაოდენ მძიმე მდგომარეობაშია, ფაქტობრივად სალაპარაკოც არაფერი აქვთ

ჩვენ უკვე ვხედავთ ოპოზიცია რაოდენ მძიმე მდგომარეობაშია, ფაქტობრივად სალაპარაკოც არაფერი აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მთლიანობაში ყველა ხედავს, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში.

„რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ, რომ ამ პროცესს ჩრდილი მიაყენონ და სრულიად უსაფუძვლო შეფასებებით შეიძლება საჩივრებიც დაწერონ, გააკრიტიკონ რომელიმე უბანზე არსებული მდგომარეობა, მაგრამ ეს არის თითიდან გამოწოვილი შემთხვევები.
მთლიანობაში ყველა ხედავს, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში“, – აღნიშნა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები