გივი მიქანაძე – კასპის ინციდენტზე: აღმოჩნდა, რომ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ დედა-შვილს აერიათ პირადობის მოწმობები, ფაქტის გავრცელება წარმოადგენს მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობას

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გივი მიქანაძე, გამოცემა „ტაბულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მამაკაცმა ქალის პირადობის მოწმობით სცადა ხმის მიცემა.

მიქანაძის განმარტებით, სინამდვილეში, საარჩევნო უბანზე მისულ დედა-შვილს აერიათ მოწმობები და შვილმა დედის პირადობის მოწმობა მიაწოდა რეგისტრატორს.

„აღმოჩნდა, რომ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ დედა-შვილს აერიათ პირადობის მოწმობები, ფაქტის გავრცელება წარმოადგენს მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობას“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.

ცნობისთვის, „ტაბულამ“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კასპის სოფელ ფერმაში განთავსებულ 24-ე საარჩევნო უბანში, მამაკაცმა სცადა ქალის პირადობის მოწმობით ხმის მიცემა, რაც იქ მყოფმა დამკვირვებლებმა დააფიქსირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები