“ოპოზიციის ყოველი უსუსური მცდელობა, რომ ჩრდილი მიაყენოს არჩევნების მიმდინარეობას, განწირულია” – ქადაგიშვილი

“ვხედავთ, რომ დილიდან არის საკმაოდ მაღალი აქტივობა. მოქალაქეები მოდიან და, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, აძლევენ ხმას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საარჩევნო პროცესის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეები თავად რწმუნდებიან, რამდენად
დაცულია მათი ხმა.

“რა თქმა უნდა, ოპოზიციის ყოველი უსუსური მცდელობა, რომ ჩრდილი მიაყენოს არჩევნების მიმდინარეობას, განწირულია. მოქალაქეები და დამკვირვებლები ხედავენ, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში”, – აღნიშნავს ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები