“ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ დღეს მორიგ, დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს” – მარიამ ქვრივიშვილი

“უმნიშვნელოვანესია, რომ დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდეს მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სპეკულაციას არავითარი შედეგი არ აქვს.

“სამწუხაროდ, ვხედავთ ოპოზიციური პარტიების მხრიდან არაერთ პროვოკაციას იმისთვის, რომ რაიმე ფორმით შეძლონ და ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანის გაკეთებას. ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ დღეს მორიგ, დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. სპეკულაციას არავითარი შედეგი არ აქვს. მნიშვნელოვანია ის, რომ კიდევ ერთხელ გამოვიჩინოთ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა“, – განმარტა ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები