ამაზრზენი ფაქტი იყო, რაც დღეს ვიხილეთ მარნეულში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის დადგმული – კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე მარნეულში, 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის ფაქტს გამოეხმაურა.

“ამაზრზენი ფაქტი იყო, რაც დღეს ვიხილეთ მარნეულში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის დადგმული. თუ ვინმეს არ აწყობდა აღნიშნული ქმედება, ეს არის ხელისუფლება. რეაგირების გარეშე არც ეს ფაქტი არ დარჩენილა, ცესკომ გააკეთა განცხადება”,- განაცხადა კალაძემ.

როგორც უკვე ცნობილია, შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები