საერთაშორისო დამკვირვებელი: კენჭისყრის პროცესი მშვიდად მიმდინარეობს

„კენჭისყრის პროცესი მშვიდად მიმდინარეობს და კარგად ორგანიზებულია. პერსონალიც და ამომრჩეველიც მოტივირებულია“, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა ვალერი მარის სტეფანიმ საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი მკაცრად კონტროლდება.

„ქართველი ხალხი გონიერებით გამოირჩევა. იგრძნობა პატრიოტული სულისკვეთება. ყველაფერი მკაცრად კონტროლდება. პროცესი არის თანამედროვე, მშვიდი. არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და იმედია მთელი დღე ასე ჩაივლის. ხალხი დაინტერესებულია ხმის მიცემით, ისინი საკუთარ მომავალზე ზრუნავენ“, – განაცხადა დამკვირვებელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები