ნათია იოსელიანი: 15:00 საათის მდგომარეობით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 133 საჩივარი

ცესკო-ს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, 15:00 საათის მდგომარეობით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 133 საჩივარია შესული.

მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად შეისწავლის აღნიშნულ საჩივრებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

„ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 133 საჩივარი, რომელიც ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს: ფარულობის დარღვევა, მარკირების წესის დარღვევა, საჩივარი უბნის გარეთ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, აგიტაცია, უბნიდან გაძევება, დამკვირვებლის, წარმომადგენლის უფლებების დარღვევა, საარჩევნო აგიტაცია, კანონმდებლობის დარღვევა. საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად შეისწავლის აღნიშნულ საჩივრებს და იქნება შესაბამისი რეაგირება ჩვენი მხრიდან“, – აღნიშნა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები