“ბრიუსელსა და სტოკჰოლმში საარჩევნო უბნებზე, რომლებიც საქართველოს საელჩოს შენობებშია გახსნილი, ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა” – მიქანაძე

“ბრიუსელსა და სტოკჰოლმში საარჩევნო უბნებზე, რომლებიც საქართველოს საელჩოს შენობებშია გახსნილი, ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.

“კიდევ ერთხელ, ჩვენთვის მიუღებელია ის ფაქტი, რაც მარნეულში დაფიქსირდა და კვლავ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ნებისმიერი პირი, ვინც უნდა იყოს ეს ადამიანი, თუკი გაბედავს, კანონის წინააღმდეგ წავიდეს და საარჩევნო პროცესებს კანონდარღვევით შეუშალოს ხელი, კანონის წინაშე უმკაცრესად დაისჯება და პასუხს აგებს”, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები