საერთაშორისო დამკვირვებელი: ძალიან კარგი შთაბეჭდილება მრჩება – ეს არის თავისუფალი არჩევნები, ხმის მიცემას აქ არავის აიძულებენ

ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობს. ძალიან კარგი შთაბეჭდილება მრჩება, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ულრიხ სინგერმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს მარნეულში, 26-ე საარჩევნო უბანზე აკვირდება.

მისი თქმით, ეს არის თავისუფალი არჩევნები, ხმის მიცემას აქ არავის აიძულებენ.

„ხმის მიცემის პროცესი შესანიშნავად მიმდინარეობს. ყველა, ვისაც სურს ხმის მიცემა, თავისუფლად აკეთებს ამას. ერთ-ერთი პიროვნება არასწორად მოვიდა საარჩევნო უბანზე და გადაამისამართეს შესაბამის უბანზე, რაც სწორი ქმედება იყო. არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მშვიდად მიმდინარეობს ყველაფერი. ძალიან კარგი შთაბეჭდილება მრჩება. აქტივობაც საკმაოდ მაღალია. ეს არის თავისუფალი არჩევნები, კენჭისყრა ფარულად მიმდინარეობს. ხმის მიცემას აქ არავის აიძულებენ და ვერც აიძულებენ, ეს შეუძლებელია. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ამ ელექტრონულ სისტემას გერმანიაშიც დავნერგავთ. ძალიან კარგია, რომ ხმები ორჯერ დაითვლება და ეს კიდევ უფრო მეტად გამორიცხავს რაიმე შეცდომის დაშვების რისკს“, – განაცხადა ულრიხ სინგერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები