კოდუა – რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ მიერ დატრენინგებული ადამიანები შედიან უბანზე, აბულინგებენ დამკვირვებლებს, კომისიის წევრებს ცესკოდან

“არაფერს განსხვავებულს არ ველოდებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ძალადობრივად მართავდნენ ქვეყანას და დღევანდელი დღე არის მათი იმდროინდელი გამოცდილებისა და ჩვევების გამოვლინება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატმა, დავით კოდუამ განაცხადა.

კოდუა ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტებს გამოეხმაურა.

„ამ უბანს მოუცვივდნენ დღეს მეორედ და ცდილობდნენ პროვოკაციას. მათ მიერ დატრენინგებული ადამიანები შედიან უბანზე, აბულინგებენ დამკვირვებლებს, კომისიის წევრებს ცესკოდან და ა.შ. ყველანაირად ცდილობენ, რომ ადამიანები ზეწოლის ქვეშ მოაქციონ, ატეხონ პროვოკაცია, შექმნან აჟიოტაჟი და საბოლოო ჯამში უბნები ჩაშალონ. ამას ზუგდიდში არავის დავუთმობთ, არავის ვაპატიებთ კანონის დარღვევას და ყველას საკადრის პასუხს გავცემთ“, – განაცხადა კოდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები