გიორგი გახარია: ყველა მოქალაქე უნდა მივიდეს არჩევნებზე

ყველა მოქალაქე არჩევნებზე აუცილებლად უნდა მივიდეს,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელმაც ხმა 42-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. უპირველესად, რაც მე მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, აუცილებლად უნდა მივიდეს არჩევნებზე. უნდა იცოდეთ, რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ გაიგებს, თქვენ ვის მიეცით ხმა. რაც მთავარია, ყველამ ხმა უნდა მივცეთ, და მეც ასე მოვიქეცი, ქვეყნის დაბრუნებას ნორმალურ მდგომარეობაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური, დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი, ევროპული განვითარების გზას“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები