ირაკლი ქადაგიშვილი: საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, აქტივობა მაღალია

,,საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, აქტივობა მაღალია, რაიმე შეფერხება ხმის მიცემის პროცესში არ ფიქსირდება”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„არის ხოლმე გარკვეული პროვოკაციები, როდესაც ცდილობენ, რომ უბანზე ან უბნის გარეთ ვითომდა ზედმეტი ინტერესის გამოჩენით გარკვეული დაძაბულობა შეიტანონ, როგორც საარჩევნო უბანზე, ისე უბნის გარეთ. ეს მხოლოდ ერთეული ინციდენტია, რაც აბსოლუტურად არ ახდენს გავლენას ხმის მიცემის პროცესზე“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები