გორის 32-ე საარჩევნო საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე: 95-ვე საარჩევნო უბანი კენჭისყრის პროცედურების სრული დაცვით დაუბრკოლებლად გაიხსნა, ამომრჩეველთა აქტივობა დილიდან იგრძნობა

,,95-ვე საარჩევნო უბანი კენჭისყრის პროცედურების სრული დაცვით დაუბრკოლებლად გაიხსნა”, – ამის შესახებ გორის 32-ე საარჩევნო საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან ისაკაძემ განაცხადა.

„ამომრჩეველთა აქტივობა დილიდან იგრძნობა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ეხმარებიან ამომრჩეველს პროცედურებში“, – აღნიშნა ისაკაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები