საერთაშორისო დამკვირვებელი: მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესია და ძალიან კარგად მიმდინარეობს

საერთაშორისო დამკვირვებელმა, ფრანსუა ლუკამიმ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

მისი შეფასებით, საარჩევნო პროცესი კარგად მიმდინარეობს.

„ამ არჩევნებისთვის საქართველომ რეფორმა გაატარა. დანერგა ახალი ელექტრონული სისტემა. ჩვენ ისინი შევამოწმეთ და დავრწმუნდით, რომ ის არის დაცული. მარკირების პროცესიც სათანადოდ მიმდინარეობს. ამოწმებენ პირადობის მოწმობებს. ეს მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესია და ძალიან კარგად მიმდინარეობს. საერთაშორისო გადმოსახედით, კმაყოფილები ვართ“, – აღნიშნა ლუკამიმ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები