მანანა ვაზაგაშვილი – “ვთხოვ მშობლებს, აუხსნან თავიანთ შვილებს, რა ხდებოდა, “ნაციონალები” ქუჩებში როგორ სისხლის გუბეებს აყენებდნენ”

“ვთხოვ მშობლებს, აუხსნან თავიანთ შვილებს, რა ხდებოდა, მაშინ “ნაციონალები” ქუჩებში როგორ სისხლის გუბეებს აყენებდნენ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებულმა, 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის მამიდამ, მანანა ვაზაგაშვილმა განაცხადა.

ვაზაგაშვილმა განცხადება მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“ამდენი წლის შემდეგ ვერ წარმომედგინა, თუ წინასაარჩევნოდ “ნაციონალურ მოძრაობაზე” დავიწყებდით ლაპარაკს. ჩვენი ტრაგედია ყველამ იცის. ჩვენი ოჯახი ისე გაანადგურეს, ასეთი მსოფლიოში არ მომხდარა. რას უშვებოდნენ “ნაციონალები თავის მოსახლეობას, ასე ფაშისტები არ მოგექცევიან, როგორც ეგენი. ბევრს ვერ ვილაპარაკებ. დილით ერთი ახალგაზრდა ბიჭი დამემგზავრა, საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა იმ დროს. არც ჩემი ძმის, არც ძმისშვილის, არც სხვების უბედურება არ იცოდა. ვთხოვ მშობლებს, აუხსნან თავიანთ შვილებს, რა ხდებოდა, მაშინ “ნაციონალები” ქუჩებში როგორ სისხლის გუბეებს აყენებდნენ. არ შემოხაზონ არცერთი პარტია, რადგან ყველა ერთია, ყველა “ნაციონალური მოძრაობაა”, არ დაუშვან საბედისწერო შეცდომა. ჩვენ მშვიდობა გვინდა. შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, რომ მე ჩემი უბედურება მალაპარაკებს, მაგრამ, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, შემდეგი ვინ იქნებოდა, არავინ იცის. ასე , რომ არა “ნაცებს”, ჩვენ მშვიდობა გვინდა”, – განაცხადა ვაზაგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები