ლევან მაჭავარიანი – “მთავარ არხზე”: ეჭვი არ მეპარება, რომ იქ ძალიან ბევრი შავი ფული ტრიალებს

“პირადად მე ეჭვი არ მეპარება, რომ იქ ძალიან ბევრი შავი ფული ტრიალებს. ისეთი ტიპის ტრანზაქციები ხდება, რომლებიც არ არის ლეგალური – თან, ისეთი ტიპის ტრანზაქციები, რომლებზეც უშუალოდ დირექტორის ხელმოწერაა საჭირო და მისი ხელმოწერის გარეშე გადის”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა “მთავარ არხზე” საუბრისას განაცხადა.

“ჩვენთვის, დიდი ხანია, ცნობილია, რომ რადიკალური მედიასაშუალებები და ენჯეოები იმიტომ ემალებიან ამ გამჭვირვალობას, რომ ძალიან ბევრ შავ ფულს ატრიალებენ და ესეც ერთ-ერთი მაგალითია ამ ყველაფრის. რა თქმა უნდა, შესაბამის უწყებებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება ექნებათ. ბატონი გვარამია რაზეც ციხეში იჯდა, რომ “რუსთავი 2-შიც” ანალოგიურ ქმედებებს ჩადიოდა, ეს ყველაზე კარგად დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, როდესაც გვარამიამ საქართველოს უჩივლა და სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ის დამსახურებულად იხდიდა სასჯელს”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, “რუსთავი ორის” ინფორმაციით, “კურიერს” ხელში ჩაუვარდა “მთავარი არხის” ერთ-ერთი დირექტორის საჩივარი, რომელიც ტელევიზიის შავ სალაროს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები