26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ცხინვალში დე ფაქტო საზღვარს ჩაკეტავენ
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამო, „რაზდახანის“, იგივე „მოსაბრუნის“, და „პერევის“ საგუშაგოები ჩაიკეტება, – აღნიშნული გადაწყვეტილება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „უშიშროების საბჭოს“ ოპერატიულ სხდომაზე მიიღეს.
ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის პრესსამსახურის განმარტებით, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით, ე.წ. საზღვარი ჩაიკეტება.