ვაკის მედიათეკაში მარგარეტ ეტვუდის „პენელოპიადას“  წარადგენენ

18 სექტემბერს,  ვაკის მედიათეკაში მარგარეტ ეტვუდის „პენელოპიადას“  წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნის შესახებ მთარგმნელი, მარიამ ნოზაძე ისაუბრებს.
„პენელოპიადა“ უძველესი მითის ახლებურად გააზრებას გვთავაზობს, ვითარებას, როცა საზოგადოებაში ძალაუფლება მამაკაცს ეკუთვნის. მარგარეტ ეტვუდის ვერსიაში ოდისევსის ცოლის ამბავი სულ სხვაგვარად წარმოგვიდგება. ეს წიგნი გარდაცვლილი პენელოპეს დღიურია ჰადესიდან. მთავარი გმირი გვიამბობს თავისი ბავშვობის, შემდეგ კი ქორწინების ამბავს, აღგვიწერს ლეგენდარულ ოდისევსს არა ჰომეროსის, არამედ თავისი, ქალის, თვალით გაცნობილს, როგორ ელოდა ოცი წლის განმავლობაში მეუღლეს, რამდენი რამ გადაიტანა. ეს არის ანტიკური მითოლოგიის პერსონაჟებისა და რეალიების სრულიად სხვაგვარად გააზრება და მკითხველის გადასაწყვეტია, გაიზიარებს თუ არა მას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყდის ილუსტრაცია – ნინი ბუკია;
გამომცემლობა “პალიტრა L”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები