“გაერთიანებით შეიძლება, იმაზე გაცილებით ნაკლები დაუჯდეთ, რა პროცენტით ცალ-ცალკე ჰქონდეთ ჯამში“ – მაჭავარიანი

“გახარია და ხაზარაძე ვერასდროს ვერ შეთანხმდებოდნენ და სალომე ზურაბიშვილი არასდროს შეიწყალებდა ნიკა გვარამიას, ეს ყველაფერი კეთდება იქიდან გამომდინარე, რომ უცხოეთიდან მიღებულ მითითებებს ემორჩილებიან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.

დეპუტატის თქმით, “სხვა გზა არ რჩებათ ხაზარაძესა და გახარიას, გარედან მიიღეს დავალება და უნდა შერიგდნენ”.

“მადლობა ღმერთს, არქივი არსებობს და გადავხედოთ წინა სამი წლის განმავლობაში, რა სიტყვებით მოიხსენიებდნენ ერთმანეთს. ეს უბრალოდ შეურაცხმყოფელი სიტყვები არ იყო, ხაზარაძის და გახარიას მხრიდან ისეთი მძიმე ბრალდებები იყო, რომ გასაოცარია, როგორ შეიძლება, ამის შემდეგ მოლაპარაკებები აწარმოო. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ გარედან დააჯგუფეს ასე. გახარიას ბარიერის გადალახვის ნულოვანი შანსი ჰქონდა, ხაზარაძე ახლოს იყო დამოუკიდებლად ბარიერის გადალახვასთან, თუმცა გარანტირებული ნამდვილად არ იყო. რამდენიმე კვლევაა, სადაც ის ოთხ პროცენტზეა, არის კვლევები, სადაც ხუთ-ნახევარზეა.

შესაბამისად, რაღაც ტიპის გარანტიას იქმნიან, რომ ამ დაჯგუფებამ გადალახოს ბარიერი, თუმცა პოლიტიკაში ხდება ცოტა განსხვავებული რამ, რაც ყოველდღიურ მათემატიკაში არ ჯდება ხოლმე, აქ ციფრები არ ჯამდება, შესაბამისად, გახარიას პროცენტი არ დაემატება ხაზარაძის პროცენტს. ისინი ერთმანეთს შეჭამენ, შეიძლება, ჯამში, კიდევ უფრო გაუჭირდეთ ბარიერის გადალახვა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ განსხვავებული შეხედულების ამომრჩეველი ჰყავთ. ნეიტრალური ამომრჩეველი, რომლებსაც ატყუებდნენ და თავიანთ მხარეს ჰყავდათ გადაბირებული, დაფიქრდებიან რამდენად უპრინციპო პოლიტიკოსებთან აქვთ საქმე. ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს. გაერთიანებით შეიძლება, იმაზე გაცილებით ნაკლები დაუჯდეთ, რა პროცენტით ცალ-ცალკე ჰქონდეთ ჯამში“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები