დედოფლისწყაროში, ვენახში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დედოფლისწყაროში, სოფელ ქვემო ქედში, ერთ-ერთი ადგილობრივის კუთვნილ ვენახში, 38 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მეგობრებთან ერთად, რთველში იმყოფებოდა და სახლში აღარ დაბრუნდა. ორდღიანი ძებნის შემდეგ კი, ახალგაზრდა კაცის ცხედარი საკუთარ ავტომობილში, იმავე ვენახში ნახეს, სადაც ის მანამდე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები