ხვიჩია – გახარია-ხაზარაძეზე: იმედია, მოლბებიან და „ჰეფი ენდით“ დაასრულებენ ამ დრამას, რომელიც რამდენიმე დღეა, მოგვიწყვეს

“ეტყობა, „ლელო“ ბევრ ფულს არ იხდის, თორემ როგორ დავიჯერო, ხაზარაძეს გაერთიანება უნდოდეს, ფულს იხდიდეს და „ენჯეოშნიკები“ რომ მიიყვანა, იმათ ვერ გაუწიოს წინააღმდეგობა”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის შესაძლო პოლიტიკურ გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

ხვიჩია იმედოვნებს, რომ მხარეები მოლაპარაკებების პროცესში ერთმანეთს უკეთ გაიცნობენ

“იმედი მაქვს, მხარეები მოლაპარაკებების პროცესში ერთმანეთს უკეთ გაიცნობენ, მოლბენიან და „ჰეფი ენდით“ დაასრულებენ ამ დრამას, რომელიც რამდენიმე დღეა, მოგვიწყვეს. როგორ დავიჯერო, ხაზარაძეს გაერთიანება უნდოდეს, ფულს იხდიდეს და „ენჯეოშნიკები“ რომ მიიყვანა, იმათ ვერ გაუწიოს წინააღმდეგობა. ბევრი მეგულება, ვისაც ხაზარაძისთვის ფულის წართმევა უნდა, მაგრამ თუ ფულს იხდის, მისთვის წინააღმდეგობის გამწევი არავინ არის. დიდი ძალა არ ექნებათ, მაგრამ ბარიერის გადალახვის დიდი ძალა ექნებათ. მგონია, რომ ეს არის მათი მიზანიც. ჩემი აზრით, მეტი „ლელო“ იქნება, რადგან ფული აქვს, გახარიას არც ფული აქვს და არც კარგი სივი. ის სჭირდებათ, რადგან ფიქრობენ, რომ, როგორც ყოფილი პრემიერი, მათ გაერთიანებას მეტ სერიოზულობას შესძენს“, – განუცხადა  ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები