პოლიციამ ტრამპის მიტინგის ჩატარების ადგილას ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა

ამერიკელმა სამართალდამცველებმა ლონგ-აილენდში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგი უნდა ჩატარდეს, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს,- ინფორმაციას The Daily Mail-ი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა მიტინგის ჩატარების ადგილას გაჩერებულ ერთ-ერთ ავტომობილში იპოვეს.

პოლიციას ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. გამოკითხვაზეა გადაყვანილი კინოლოგი, რომლის ძაღლმაც აღმოაჩინა ეს მოწყობილობა. თავად მანქანის პატრონი კი მიიმალა.

ამერიკის პოლიცია და საიდუმლო სამსახური განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმზე არიან გადასულები.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ახალი შემთხვევა ტრამპზე თავდასხმის მომზადების აღკვეთიდან სამი დღის შემდეგ მოხდა. მანამდე, პოლიციელებმა ტრამპის გოლფის მოედანზე 58 წლის რაიან უესლი რუთი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები